ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილედ ნათია კაციტაძე დაინიშნა

14 იანვარი, 2015 • 1731
სახალხო დამცველის მოადგილედ ნათია კაციტაძე დაინიშნა

ასევე, პაატა ბელთაძე, რომელიც აქამდე სახალხო დამცველის მოადგილე იყო, პირველ მოადგილედ დაინიშნა.


ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 2014 წლის 26 დეკემბერს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. ცვლილებამდე სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ყავდა.


სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ნათია კაციტაძე 2013–2014 წლებში სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი იყო. 2009–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით, იყო წამყვანი იურისტი და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში. 2003–2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი