ახალი ამბები

პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ ამ სახიფათო თამაშში – ხულორდავა

10 ივლისი, 2019 • 770
პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ ამ სახიფათო თამაშში – ხულორდავა

“პუტინის პოზიცია ვინმესთვის სიახლეა? არ ავყვეთ რუსეთს ამ სახიფათო თამაშში. საქართველოს საზღვრები აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ხულორდავამ გააკეთა.

ხულორდავა პუტინის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მან საქართველო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაში, ასევე გენოციდში დაადანაშაულა.

“საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს მთელ კონტინენტზე. ჩვენ ვიცით, რა არის სიმართლე. ეს ჩვენმა პარტნიორებმაც იციან”, – ამბობს ხულორდავა.

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი