„ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. უკვე შევხვდით სხვადასვა საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. პროექტი არის რამდენიმეწლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის. აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც“, – განაცხადა ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა 14 იანვარს.