ახალი ამბები

“მკითხეს, ახსენებდა თუ არა ვინმე სიტყვა რევოლუციას” – უგულავას გამოკითხვა დასრულდა

10 ივლისი, 2019 • 1044
“მკითხეს, ახსენებდა თუ არა ვინმე სიტყვა რევოლუციას” – უგულავას გამოკითხვა დასრულდა

ევროპულის საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას გამოკითხვა სასამართლოში დასრულდა. როგორც უგულავა ამბობს, დასმული კითხვებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს 20 ივნისის მოვლენების ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებას:

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, ჩვენ საჯაროდაც ვიცით პოლიტიკური ხელმღვანელობისა და პროკურტურის და სსს ხელმძღვანელობისგან, რომ იძიებენ რაღაც მისტიკურ სახელმწიფო გადატრიალებას. ახლა ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიმართ ეხებოდა იმას, რომ გადატრიალების საქმე არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე იყო კითხვები. მე როცა დავაზუსტე, რომ ეს სხვა საქმეა, მითხრეს, რომ არა, ეს ერთი და იგივე საქმეა, უბრალოდ, მუხლი არ იყო იქ მითითებული.

ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნურადაა დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭიდონ და რაღაც გამოუვიდეთ რომელიმე მიმართულებით. ხელებს აცეცებენ სიბნელეში. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილ,ი ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. ისტორიული ექსკურსის ჩატარებაც მომიწია გამოძიებისთვის, სიტყვა რევოლუციას ახსენებდა თუ არა ვინმე, ამაზე იყო შეკითხვა და რას ვფიქრობ მე ვარდების რევოლუციაზე. უკვე სახელისუფლებო პროპაგანდიდანაც ჩანს და კითხვებიდანაც იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან”, – ამბობს უგულავა.

საქმე, რომელზეც უგულავა გამოიკითხა, ეხება 20 ივნისის მოვლენებს. ამავე საქმეზე გმაოკითხვაზეა დაბარებული ირაკლი ოქრუაშვილიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პროკურატურამ 20 ივნისის ამ საქმეზე ბრალი ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას წაუყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი