
თავისუფალმა ზონამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ეს წერილი, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ვებ გვერდზე DDoS შეტევა განხორციელდა ქართული IP მისამართიდან.
დღეს თავისუფალი ზონის ოფისთან აქცია გამართა ორგანიზაცია “თავისუფალმა თაობამ”, რომლის 4 წევრიც პოლიციამ დააკავა. “თავისუფალი ზონა” საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ოფისთან შეკრებილმა პირებმა მათ ოფისში ქვა ისროლეს, არის დაზარალებულიც.
