ახალი ამბები

პარლამენტთან ანტისაოკუპაცია აქცია მიმდინარეობს, კონტრაქცია არ შედგა

9 ივლისი, 2019 • 1001
პარლამენტთან ანტისაოკუპაცია აქცია მიმდინარეობს, კონტრაქცია არ შედგა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რომლის მოთხოვნაც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა.

დღეს, 9 ივლისს რიგით მე-20 აქცია იმართება. მომიტინგეები აპროტესტებენ 20 ივნისის დარბევას, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ინციდენტს მოჰყვა.

დღეს, 8 ივლისისაგან განსხვავებით, რუსთაველზე კონტრაქცია არ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მმკ-ის, “ქართული მარშის”, ბიზნესმენ ლევან ვასაძის, პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძის და სხვების აქციამ დაიკავა.

დღეს აღნიშნული აქცია აღარ გაიმართა. გურამ ფალავანდიშვილი 20-მდე ადამიანთან ერთად ვაკის პარკში მივიდა. როგორც ფალავანდიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, ახლა მათი მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი