ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონში დამნაშავეთა ჯგუფის დაკავების ოპერაციას 5 ადამიანი ემსხვერპლა

13 იანვარი, 2015 • 1236
გალის რაიონში დამნაშავეთა ჯგუფის დაკავების ოპერაციას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ რეპში დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების დროს ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისას რუსი მესაზღვრე და აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი მოკლეს – წერია აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

“სოფელ პენში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის მიზანი იყო დამნაშავეების დაკავება, რომლებმაც სასაზღვრო კონტროლის ზონაში მდებარე იმავე რაიონის სოფელ ხიაცხას (ჭუბურხინჯი) მცხოვრები გელა გერგედავა გაიტაცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ორმხრივი სროლის დროს მოკლეს სამი გამტაცებელი, რომელთა ვინაობაც დადგენილია – წერს “რია ნოვოსტი” აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რაულ ლოლუას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

მოხდარზე გალის რაიონის პროკურატურაში აღძრულია საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 217-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი