ახალი ამბები

რ2 გამოვისყიდოთ და დავარქვათ “ბაგრატიონი 1“ – რუსი დეპუტატის ინიციატივა

9 ივლისი, 2019 • 1461
რ2 გამოვისყიდოთ და დავარქვათ “ბაგრატიონი 1“ – რუსი დეპუტატის ინიციატივა

პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას რუსი დეპუტატების მხრიდან არაერთი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანია პარტია “სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატი ოლეგ ნილოვი, რომელიც რუსთავი 2-ის გამოსყიდვისა და სანაცვლოდ მისთვის “ბაგრატიონი 1″-ის გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა.

თავისი გამოსვლის დროს ნილოვმა განაცხადა, რომ გაბუნიას განცხადება არა მხოლოდ უმახსობა, არამედ დანაშაულიცაა. მისი თქმით, პუტინის შეურაცხყოფა რუსული სისხლის სამართლის კოდექსით შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ქმედებად ფასდება. დეპუტატი განმარტავს, რომ ეს მუხლი ითვალისწინებს პირის მიმართ ძებნის გამოცხადებას.

“რატომ არ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მედიასივრცეშიც საკადრისი პასუხის გაცემა? აი, ეს არხი, რუსთავი 2… მოდით, სხვანაირად შევხედოთ, იქნებ არის შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთში ქართული დიასპორტის დახმარებით, რომ ავიღოთ და გამოვისყიდოთ ის ძირფესვიანად. რა თქმა უნდა, არხს სახელიც უნდა გადავარქვათ, მაგალითად – “ბაგრატიონი 1″, – ამბობს რუსი დეპუტატი.

ამავე თემაზე:

რატომ სურს კრემლს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

მასალების გადაბეჭდვის წესი