ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დუმის დეპუტატი: საქართველოს ტურისტული ალტერნატივა შეიძლება აფხაზეთი გახდეს

9 ივლისი, 2019 • 1593
დუმის დეპუტატი: საქართველოს ტურისტული ალტერნატივა შეიძლება აფხაზეთი გახდეს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგეი კრივონოსოვი რუსეთის მოქალაქეების შესაძლო ტურისტულ არჩევანზე საუბრობს.

“რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთი და კავკასიის სხვა მიმართულებები, ტურისტული კუთხით, შეიძლება საქართველოს ალტერნატივა გახდეს. ინფორმაცია მაქვს, რომ აფხაზეთის მიმართ ახლა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი გაზრდილია. ის ტურისტები, რომელთაც კავკასიური სეგმენტი მოსწონთ, აფხაზეთზე არიან ორიენტირებული”, – განუცხადა დეპუტატმა რუსულ გამოცემა რია-ნოვოსტის.

ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისის განკარგულებით მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით აუკრძალა. ოფიციალურად, აკრძალვის მიზანი “ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა”.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი