„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და კომპანიის განცხადებით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.
„დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 37 ქვეყანაში 11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული – დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, რუსეთში და ა.შ.
კომპანია “ვისოლი” აცხადებს, რომ “დანკინ დონატსი“ მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს.
კომპანიამ პირველი „დანკინ დონატსი“ რესტორანი ჭავჭავაძის გამზირზე გახსნა, სადაც მომხმარებლები გახსნას დილიდან ელოდნენ, რადგანაც აქციის ფარგლებში პირველი 100 იღბლიანი მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ერთწლიან ვაუჩერს დონატებზე.
მეორე რესტორნის გახსნა ასევე დღესაა დაგეგმილი თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე.

