თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლიდან” მოქალაქეების ევაკუირება მოხდა.
ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო და სახანძრო სამსახურები. ევაკუაცია დაახლოებით 14.20 საათზე დაიწყო, როცა შევიდა ინფორმაცია სავარუდო ბომბის შესახებ. სავაჭრო ცენტრს პოლიციის ლენტა აქვს გარშემორტყმული.
“სავარაუდოდ, ნაღმის არსებობის შესახებ იყო შეტყობინება. ადგილზე მივიდა პოლიცია, დათვალიერდა, ამ ეტაპზე არ დასტურდება არანაირი ნაღმის არსებობა. არ მომხდარა სრული ევაკუცია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ფოიედან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურმა.

სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა 9 ივლისს. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა 9 ივლისს. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი