ახალი ამბები

„არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას“ ნუსხიდან ბორჯომი ამოღეს

12 იანვარი, 2015 •
„არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას“ ნუსხიდან ბორჯომი ამოღეს

სამინისტროს ცნობით, სიაში ქართული პროდუქტის მოხვედრისთანავე, ლიტვაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის  შემდეგაც საინიციატივო ჯგუფმა ბორჯომი აღნიშნული სიიდან ამოიღო, მომხდარი კი  უნებლიე შეცდომით ახსნა, რაც მათი განმარტებით რუსულ ტელეარხზე ბორჯომის სარეკლამო რგოლის გამოჩენამ გამოიწვია.

 

6 იანვარს სოციალურ ქსელში არსებულმა ლიტვურმა ჯგუფმა „არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას“ (Neperkam Kremliaus propagandos) გაავრცელა პროდუქტების სია და მოუწოდა მომხმარებლებს, არ შეეძინათ აღნიშნული პროდუქტი მათი რუსული წარმოშობის გამო. სურათებში ნაწარმს რუსული გეორგევსკის დროშების სტიკერები ჰქონდა მიკრული. პროდუქტების სიაში ბორჯომთან ერთად მოხვდა “Procter & gamble”-ის სარეცხი, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები. 

ბორჯომი
ბორჯომი

მასალების გადაბეჭდვის წესი