ახალი ამბები

გამომძიებელს შეეძლება სიტყვიერად განმარტოს ჩხრეკის მიზეზი – ახალი ინიციატივა

12 იანვარი, 2015 •
გამომძიებელს შეეძლება სიტყვიერად განმარტოს ჩხრეკის მიზეზი – ახალი ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორები არიან მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვჭანტირაძე და  პაატა კიკნაველიძე.

 

კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებები შედის  120-ე მუხლში. პროექტის მიხედვით ამ მუხლის მე-2 პუნქტი ამგვარია:

 

“ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება გააცნოს, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების საფუძველი განუმარტოს პირს, რომელთანაც ტარდება საგამოძიებო მოქმედება”

 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ჩვეულებრივ შემთხვევებში გამომძიებელმა პირს, რომელზეც ტარდება საგამოძიებო მოქმედება, უნდა წარუდგინოს სასამართლოს განჩინება, ხოლო  გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებლის  დადგენილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი