ახალი ამბები

რესტავრირებული “ნატვრის ხის” ჩვენება გაიმართება

12 იანვარი, 2015 •
რესტავრირებული “ნატვრის ხის” ჩვენება გაიმართება

ჩვენებაზე ასევე მიწვეულნი არიან ქართული კინოს სფეროს წარმომადგენლები.

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით,  თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით “ნატვრის ხის” აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა რეჟისორის მემორიალური მუზეუმის ინიციატივით და ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  

 

“ფილმს რესტავრაცია, ფერების და ხმის კორექცია ესტონეთში ჩაუტარდა. ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით შეირჩა ყველაზე ოპტიმალური კომპანია Digital Center, რომელიც დაფუძნებულია ესტონეთის კინოცენტრის, კინოარქივისა და კინოს უნივერსიტეტის მიერ. ის არის ევროპის მასშტაბით უახლესი ტექნოლოგიების ბაზის მქონე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია.

 

კინომემკვიდრეობის დაცვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მხარდაჭერით ქართველი კლასიკოსების ფილმების აღდგენა ეტაპობრივად წლების მანძილზე ხორციელდება”, – აცხადებს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

 

2014 წელს ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ელდარ შენგელაიას ფილმს „ცისფერი მთები“. ფილმი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე სექციაში Cannes Classic.

 

ბოლო წლების განმავლობაში კინოცენტრის მხარდაჭერით აღდგენილია ათამდე ქართული ფილმი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი