ახალი ამბები

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

12 იანვარი, 2015 • 1018
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი საქართველოს დღეს ეწვევა.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან; გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია;

 

დაგეგმილია ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმზე დასწრება.

 

დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კინოთეატრ „ამირანში“პირველი ქართული ციფრულად აღდგენილი ფილმის, თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხის”  პრეზენტაციასაც დაესწრება. 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასი, ფოტო: Tanel Meos
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასი, ფოტო: Tanel Meos

მასალების გადაბეჭდვის წესი