ახალი ამბები

პარიზში ერთიანობის მარში დაიწყო [ფოტო]

11 იანვარი, 2015 • 986
პარიზში ერთიანობის მარში დაიწყო [ფოტო]

ტერორისტთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ტერორიზმის წინააღმდეგ, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად მარში რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და მას მსოფლიოს 40–მდე ლიდერი შეუერთდა. მარშს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.


მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან. 

 

17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს, 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.


 

ასობით ათასი ადამაინი პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ერთიანობის მარშში მონაწილეობის მისაღებად იკრიბება © EPA 11.01.2015
ასობით ათასი ადამაინი პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ერთიანობის მარშში მონაწილეობის მისაღებად იკრიბება © EPA 11.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი