კადიროვის თქმით, გიორგი გაბუნიას პუტინის გინების გამო შესაძლოა თავს დაესხან

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას “ურჩევს”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

კადიროვის განცხადებით, პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაბუნიას “უქნას ის, რასაც იმსახურებს”.

კადიროვის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

კადიროვის განცხადებით, რ2-ის წამყვანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ პუტინს ბოდიში მოუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კადიროვის თქმით, რუსეთმა საქართველო მკაცრი სანქციებით უნდა დასაჯოს. ასეთად კადიროვი საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვას მიიჩნევს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com