ახალი ამბები

ჩვენ ვიცავთ გახარიას – ემზარ კვიციანი

8 ივლისი, 2019 • 1936
ჩვენ ვიცავთ გახარიას – ემზარ კვიციანი

“ჩვენ ვიცავთ გახარიას, პირიქით, იმიტომ, რომ კარგად მოიქცა, არ გაჟლიტა ხალხი”, – ეს განცხადება დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გააკეთა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

კვიციანი პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის წინ მიმდინარე ჰომოფობიური შინაარსის აქციას შეუერთდა, რომლის ორგანიზატორებიც არიან ლევან ვასაძე, მმკ, “ქართული მარში”. მან გააკრიტიკა ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც ასევე რუსთაველზე მიმდინარეობს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ორ აქციას კინო რუსთაველთან პოლიციის კორდონი ყოფს.

“რატომ იმყოფებიან იქ? იმიტომ, რომ პოლიციამ მოიყვანა. გახარია გადადექიო, ყველაფერი ყოფილა ბლეფი. გახარია გადადექის იძახიან და ახლა მათ გახარია იცავს ამჟამად იქ. ეს ყველაფერი ბლეფი და თამაშია, ერთმანეთს ვინც ებრძვიან, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე არიან. მართლაც გადადექი გახარია, რადგან შენ ამათ იცავ. ჩვენ ვიცავთ გახარიას, პირიქით, იმიტომ, რომ კარგად მოიქცა, არ გაჟლიტა ხალხი”, – განაცხადა კვიციანმა ტვ პირველთან.

რაც შეეხება 20 ივნისს დარბეულ და დასახიჩრებულ ადამიანებს, კვიციანის მტკიცებით, ეს პოლიციაში “ნაციონალებისაგან ჩანერგილმა საბოტაჟნიკებმა გააკეთეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი