საიტზე შესვლისას ჩანდებოდა წარწერა: “დაჰაკულია Meca–ს მიერ”. Meca იშიფრება, როგორც შუა აღმოსავლეთის კიბერ არმია (Middle East Cyber Army).
ასევე, საიტზე იყო შემდეგი წარწერები:
“ჩვენ ვართ მუსლიმები. ყურანი ჩვენი წიგნია, გვწამს ღმერთი და მისთვის ვმუშაობთ. წყეულიმც იყავ, შარლი ებდო. ისლამი მუდამ იბატონებს. ისლამი ჭეშმარიტებაა და ამიტომაც არის ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგია”.
შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას ითვალისწინებს.
“კარფურის” ქსელი დააარსეს წარმოშობით იტალიელმა მარსელ ფორნიემ და ფრანგი ებრაელი დეფორების ოჯახმა. ქსელის პირველი მაღაზია პარიზში 1958 წელს გაიხსნა.