ახალი ამბები

შსს-მ ექვსი თანამშრომელი დაითხოვა მარიხუანას მოხმარების გამო

10 იანვარი, 2015 •
შსს-მ ექვსი თანამშრომელი  დაითხოვა მარიხუანას მოხმარების გამო

შსს-ს ცნობით 27 დეკემბერიდან 4 იანვრის პერიოდში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ  შსს-ს 6 თანამშრომელი დააკავა. ისინი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.  

 

პოლიციის ექვსივე ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო შსს-მ სამსახურიდან დაითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი