ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 10 %-ით გაეზრდებათ

8 ივლისი, 2019 • 798
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 10 %-ით გაეზრდებათ

დღეს, 8 ივლისს  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვედა.

გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზისყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება10 %-ით გაეზრება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

“გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება.

საქართველოს რკინიგზამუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, ლოიალურობის ამაღლებასა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი