ახალი ამბები

ილია მეორის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს

10 იანვარი, 2015 •
ილია მეორის წერილი საფრანგეთის პრეზიდენტს

“თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ  ხალხს.

ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მით უმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

მიგვაჩნია, რომ  წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ  პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად,  რათა საზოგადოება  იყოს უფრო დაცული.

შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, – ნათქვამია პატრიარქის გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი