ახალი ამბები

პოლიციამ ჰომოფობიური და ანტისაოკუპაციო აქციები კორდონით გაყო [Live]

8 ივლისი, 2019 • 1546
პოლიციამ ჰომოფობიური და ანტისაოკუპაციო აქციები კორდონით გაყო [Live]

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის პოლიციამ კორდონი ჩააყენა.

სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

პარლამენტთან ლევან ვასაძის, მმკ-ის, ქართული მარშის და სხვების ორგანიზებით ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს.

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიური აქციის მონაწილეები კი პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობით წავიდნენ. ორ ჯგუფს შორის პოლიციის კორდონია მობილიზებული და მათ ერთმანეთთან მიახლოების საშაულებას არ აძლევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი