ახალი ამბები

Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები სპეცოპერაციის დროს მოკლეს

9 იანვარი, 2015 •
Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები სპეცოპერაციის დროს მოკლეს

როგორც BBC წერს, ფრანგულმა პოლიციამ შტურმით აიღო ორივე ადგილი, სადაც თავდამსხმელებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. CNN-ის ცნობით, 4 გამტაცებლიდან 3 მკვდარია, ხოლო ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა.

 

Associated Press იუწყება, რომ სპეცოპერაციის დროს 1 პოლიციელი დაშავდა. 

 

ბიბისი Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელსაც სუპერმარკეტში მძევლები ჰყავდა აყვანილი, ასევე მკვდარია. როიტერის ცნობით, სუპერმარკეტში აყვანილ მძევალთაგან სულ მცირე 4 გარდაცვლილია.

 

12 ადამიანი მოკლეს და 11 დაშავდა 7 იანვარს პარიზში სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოზე” თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელებმა მანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით, მათ პარიზიდან 35 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ ენ გოელში  მძევლები  აიყვანეს. ასევე, სხვა პირებმა, რომელთაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კავშირი აქვთ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში მონაწილე პირებთან, ებრაულ სუპერმარკეტში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. სწორედ ამ გამტაცებელთაგან ერთ-ერთმა მოახერხა გაქცევა პოლიციის შტურმის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი