ახალი ამბები

პოლიცია სცენასთან აპარატურის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს – ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები

8 ივლისი, 2019 • 855
პოლიცია სცენასთან აპარატურის მიტანის საშუალებას არ გვაძლევს – ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორების თქმით, პოლიცია მათ არ აძლევს შესაძლებლობას, სცენასთან აპარატურა შეიტანონ. საუბარია ხმის გამაძლიერებლებზე, დინამიკებსა და მიკროფონებზე.

ანტისაოკუპაციო აქცია, რომლის მოთხოვნაც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, 19:00 საათზე უნდა გაიმართოს რუსთაველზე, პარლამენტთან. ამ ადგილას დღეს ასევე შეკრებილები არიან მმკ, ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სხვები რამდენიმე მოთხოვნით: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, პარლამენტმა მიიღოს რუსეთში მოქმედი “გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის” კანონი და ხელისუფლებამ არ დაუშვას ღირსების მარშის ჩატარება პრაიდის ფარგლებში.

მმკ-ის წევრმა, დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა, რომ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო ჯგუფს აქციას არ ჩაატარებინებენ. რუსთაველზე მისულ მიშა მშვილდაძეს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციების სერიის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ბოთლებიც ესროლეს. ამჟამად რუსთაველზე იმყოფება 19:00 საათზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი