ახალი ამბები

ჰეზბოლას ლიდერი: ექსტრემისტებმა შეურაცხყვეს ისლამი

9 იანვარი, 2015 •
ჰეზბოლას ლიდერი: ექსტრემისტებმა შეურაცხყვეს  ისლამი

ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ეს განცხადება ჰეზბოლას ლიდერმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.

 

ბიბისის ცნობით, ჰეზბოლას დაჯგუფების ლიდერს არ გაუკეთებია კონკრეტული მინიშნება “შარლი ებდოს” თავდასხმაზე პარიზში, მაგრამ თავის განცხადებაში შეეხო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს სირიასა და ერაყში და თქვა, რომ მათ ისლამს მიაყენეს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს გაუკეთებია.

ჰასან ნასრალა
ჰასან ნასრალა

თავდასხმა პარიზში, სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოზე” 7 იანვარს მოხდა, რა დროსაც 12 მოკლეს, რამდენიმე კი დაშავდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი