ახალი ამბები

ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს

8 ივლისი, 2019 • 678
ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის  მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის  და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას.  ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე, სადაც 19:00 საათზე შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია უნდა გამართულიყო, ამ დროისთვის მმკ-ის, “ქართული მარშისა” და ლევან ვასაძის მომხრეები არიან შეკრებილები. “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” კი 19:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებას და პარლამენტთან გადანაცვლებას გეგმავს.

ამავე თემაზე:

ვასაძის დემონსტრაციის მიუხედავად, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დაანონსდა

მასალების გადაბეჭდვის წესი