ახალი ამბები

ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა [ფოტო/ვიდეო]

8 ივლისი, 2019 • 5334
ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას, რომელსაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ლევან ვასაძე და ე.წ. ქართული მარში მართავენ, დრონზე მიმაგრებუმა ლგბტ დროშამ გადაუფრინა.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, როგორც დაფრინავდა მათ მაღლა ლგბტ დროშა.

პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეთა ნაწილმა განიზრახა, დრონს გაჰკიდებოდა და დაედგინა, თუ ვინ მართავდა მას.

რამდენიმე პირი პარლამენტის გვერდით მდებარე ჩიტაძის ქუჩიდან გაეკიდა დრონს, თუმცა, სანამ ბოლომდე აირბინეს ეს აღმართი, ობიექტი თვალთახედვის არიდან დაეკარგათ. ლგბტ დროშიან დრონზე უშედეგო ნადირობის შემდეგ ისინი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

მომიტინგეთა ნაწილი მისდევს დრონს, რომლითაც ლგბტ დროშამ პარლამენტთან ჰომოფობიურ აქციას გადაუფრინა. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლევან ვასაძის, ე.წ. ქართული მარშის და მმკ-ის მხარდამჭერები ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, ასევე, რუსეთში მოქმედი “გარყვნილების პროპაგანდის” ამკძრალავი კანონის მიღებას.

რუსთაველის გამზირამდე ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ და ელოდნენ  თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს, რათა მათთვის “ღირსების მარშის” გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მარში ჩაიშალა, ვასაძის, “ქართული მარშის” და მმკ-ის მხარდამჭერები კი რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და იმ ადგილას დაიწყეს აქცია, სადაც 20 ივნისის შემდეგ ყოველ საღამოს იმართება ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია”, რომლის ერთადერთი მოთხოვნაც გიორგი გახარიას გადადგომაა შს მინისტრის პოსტიდან, დღესაც არის დაგეგმილი 19:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი