ახალი ამბები

რუსეთში სექსუალურ უმცირესობებს მართვის მოწმობის აღება აეკრძალათ

10 იანვარი, 2015 • 1135
რუსეთში სექსუალურ უმცირესობებს მართვის მოწმობის აღება აეკრძალათ

 

ფეტიშიზმი, ექსჰიბიციონიზმი და ვუაიერიზმი ასევე შეყვანილია “მენტალური დაავადებების” სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მართვის მოწმობას ვერ აიღებენ,” – წერს გამოცემა.


რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი ავტოკატასტროფა ხდება და ეს გადაწყვეტილება გაამკაცრებს მძღოლების სამედიცინო კონტროლს.


BBC-ის ინფორმაციით, პათოლოგიური მოთამაშეები და კლეპტომანებიც ამ სიაში არიან. როგორც ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რუსმა ფსიქიატრებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა უკვე გააკრიტიკეს ეს კანონი.


განცხადებას თან ერთვის რუსეთის წინააღმდეგ აგორებული საერთაშორისო კრიტიკა, რომელიც ჰომოსექსუალთა დევნას უკავშირდება; 2013 წელს რუსეთმა “ანტიტრადიციული ცხოვრების წესის” რეკლამირება არალეგალურად გამოააცხადა.


რუსეთის ფსიქიატრთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვალერი ევტუშენკო შეშფოთებას გამოთქვამს ამ აკრძალვის გამო. მისი თქმით, მართვის მოწმობის მოსალოდნელი დაკარგვის შიშით შეიძლება ხალხმა ფსიქიატრიულ შემოწმებაზე უარი განაცხადოს და თავი აარიდოს ექიმთან კონსულტაციას.


რუსეთის ადვოკატთა და ადამიანის უფლებების ასოციაციაში ამ კანონს დისკრიმინაციული უწოდეს. BBC-ის ცნობით, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დამამტკიცებელი ფაქტების და მაგალითების მოყვანა მოუწევს.


კანონი მოიწონეს რუსეთის პროფესიონალი მძღოლების გაერთიანებაში. გაერთიანების ლიდერი, ალექსანდრე კიტოვი ამბობს, რომ რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა. მისი თქმით, სამედიცინო შეზღუდვები სარგებელს მოიტანს. თუმცა კიტოვი თვლის, რომ მსგავსი მოთხოვნები ასეთი მკაცრი არ უნდა იყოს არაპროფესიონალი მძღოლებისთვის.


რუსი ფსიქიატრი და ექსპერტი, მიხაილ სტრახოვი აცხადებს, რომ პიროვნული აშლილობა გადაჭარბებულია და ადამიანებს ზოგიერთი მსგავსი დაავადებით უსაფრთხოდ შეუძლიათ ავტომობილის მართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი