ახალი ამბები

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინის საბავშვო Voice-ში გაიმარჯვა

8 ივლისი, 2019 • 1336
ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინის საბავშვო Voice-ში გაიმარჯვა

12 წლის ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული “საბავშვო ხმა” მოიგო. მან კონკურსში რამდენიმე ეტაპი გაიარა და სუპერფინალში სიმღერით “All By Myself” გამარჯვება მოიპოვა. 

ალექსანდრემ ფინალურ ეტაპზე კიდევ ორი სიმღერა შეასრულა. შოუს დასაწყისში ნინო ქათამაძის სიმღერით “ქუჩაში ერთხელ” წარდგა აუდიტორიის წინაშე, შემდეგ კი მენტორებთან ერთად მომღერალ კუზმა სკრიაბინის  სიმღერა, “Люди, як кораблі“ უკრაინულ ენაზე იმღერა.

შოუ უკრაინულ ტელეარხ “1+1” გადიოდა და VOICE-ის მეხუთე სეზონის გამარჯვებული უკრაინულმა აუდიტორიამ სატელეფონო ზარებითა და SMS-ებით გამოავლინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი