“სამაშველო სამსახური უკვე გასულია მათ გამოსაყვანად”, – აცხადებენ შსს-ში.
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო 6 იანვრიდან მოძრაობა შეზღუდულია.
6 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდთოვლობააა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია.
6 იანვარს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ავტომანქანები თოვლში მოექცა. სამართალდაცავებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.