ახალი ამბები

კალაძე: რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას

8 ივლისი, 2019 • 1103
კალაძე: რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას

თბილისის მერი კახა კალაძე „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

„ნაციონალური მოძრაობა”რუსთავი2”-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, ახალი არავისთვის არ არის. არც იმის სჯერა ვინმეს, რომ “რუსთავი2”-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ, ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება.

ამ ფონზე ძალიან უსუსურად გამოიყურება”ნაციონალური მოძრაობის”უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.

ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს.
ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და, შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება.

ამიტომ, ტყუილად ირჯებით, ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას.

თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, რომლის განხორციელებაშიც, ბუნებრივია, ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია, აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს. ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ“.

მას შემდეგ, რაც გუშინ, 8 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა პოსკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავისი ეთერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედის გინებით დაიწყო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტელეწამყვანის ქმედება იყო პროვოკაციული და დესტაბილიზაციის მცდელობა. თავად კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ პროვოკაციას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

____

 ამავე თემაზე: რუსთავი 2-ის ეთერში პუტინის გინებას პრემიერი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა.

ბახტაძე: რაც R2-ზე ვიხილეთ პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და დესტაბილიზაციის მცდელობაა

მასალების გადაბეჭდვის წესი