ახალი ამბები

ნინოწმინდაში ერთი ადამიანი გაიყინა

7 იანვარი, 2015 •
ნინოწმინდაში ერთი ადამიანი გაიყინა

საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge-ს ინფორმაციით , თოვლში მოყოლილი მამაკაცი ჯერ მანქანაში იცდიდა, შემდეგ კი მანქანა მიატოვა და ფეხით სცადა სოფელ სპასოვკამდე მიეღწია. იგი ღამით სოფელთან ახლოს გარდაცვლილი ნახეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა მართლაც იპოვეს გაყინული მამაკაცი 6 იანვარს. თუმცა შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი არ იყო მგზავრი და სამართალდამცავებმა მისი ძებნა ოჯახის წევრების სატელეფონი შეტყობინების შემდეგ დაიწყეს. შსს-ს განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ის ნასვამი გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა, ამიტომაც პოლიციას მიმართეს.

 

“სამართალდამცავებმა ის ძებნის შემდეგ თოვლში გაყინული იპოვეს”. 

 

საქართველო– სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო 200-მდე ავტომანქანა მოექცა თოვლში. 6 იანვარს სამართალდაცავებმა თოვლიდან 200- მდე მგზავრი გაიყვანეს.  

ნინოწმინდა, ფოტო: jnews.ge
ნინოწმინდა, ფოტო: jnews.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი