საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ ტვიტერის გვერდზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ეს არაფერია თუ არა პროვოკაციის აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა:
“რაც რუსთავი 2-ზე დღეს ვიხილე ვიხილეთ არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია” – წერს მამუკა ბახტაძე.
Whatever we have observed today on Rustavi2 is nothing but disgusting act of provocation and an attempt to destabilize our country. Something that is totally unacceptable!
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) July 7, 2019
მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური შინაარსის პოსტი ქართულ ენაზე ფეისბუკზეც გამოაქვეყნა:
“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.
გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია