ახალი ამბები

ერეკლე დეისაძე: პოლიციის მუნდირს შეურაცხყოფს თავად შს მინისტრი

7 ივლისი, 2019 • 843
ერეკლე დეისაძე: პოლიციის მუნდირს შეურაცხყოფს თავად შს მინისტრი

პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაგრძელდა. აქციების დაწყებიდან მე-18 დღეს პარლამენტთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებს მიმართა მწერალმა ერეკლე დეისაძემ. გთავაზობთ ამ გამოსვლის შემოკლებულ ვერსიას:

„…საბჭოთა კავშირი სამწუხაროდ არ დანგრეულა ცალკეული ადამიანების თავში, მაგალითად, იმ პოლიტიკოსთა თავში, ვინც გვმაართავს. საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა არცერთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, რომლებიც მზად არიან ძალაუფლებისთვის ნებისმიერ სპეკულაციას  მოაწერონ ხელი, უარყონ ფასეულობები, როგორიცაა თანასწორობა, ერთიანობა, სოლიდარობა, საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა არცერთ ინსტიტუციაში, ამას ვამბობთ დღეს ჩვენ ჩვენი ერთად დგომით და ის აუცილებლად დაინგრევა.

საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ის, რასთანაც გვიწევს გამკლავება, ის, რომ პოლიცის მუნდირს შეურაცხყოფს თავად შიანაგან საქმეთა მინისტრი თავისი პოლიტიკური უპასუხისმგებლობით. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს, რომელიც გათავისუფლებულია ამ შიშებისგან და ფობიესგან, რომლებიც ყოველთვცის ხელს გიშლიან, რომ გადადგა ნაბიჯი ცივილიზებულ სამყაროში,“ – აღნიშნა ერეკლე დეისაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი