Interviewsახალი ამბებიკომენტარი

პაატა შამუგია: გახარია აუცილებლად გადადგება, ასეთია ჟანრის კანონი

7 ივლისი, 2019 • 3313
პაატა შამუგია: გახარია აუცილებლად გადადგება, ასეთია ჟანრის კანონი

პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაგრძელდა. აქციების დაწყებიდან მე-18 დღეს პარლამენთან მწერლები და გამომცემლები შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილებს მიმართა პოეტმა პაატა შამუგიამაც. გთავაზობთ ამ გამოსვლის შემოკლებულ ვერსიას:

„სამწუხაროდ, მწერლებს, ისევე, როგორც სხვა პროფესიის ადამიანებს, მიტინგებზე სიარული გვიწევს ფაქტობრივად… ვიცით, რომ აღარ არსებებოს ერთი სფეროც კი, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, სიმბოლურად არის დღეს ხელისუფლება, მისი ლეგიტიმაცია არის ნულს ქვემოთ. უშუალოდ ბრალდებული, ჩემთვის ის ბრალდებულია და მე არ ვარ იურისტი, მინისტრ გახარიას ჯერ კიდევ ვხედავთ მინისტრის სავარძელში, რაც მეტყველებს ბევრ რამეზე: ერთმა ფრანგმა მწერალმა თქვა, რომ ფრანგებს ბედნიერების ეშინიათ. დღეს საქართველოში ყველაფერის შეიძლება გეშინონდეს, მაგრამ ბედნიერების ვერ შეგეშინდება. გვაქვს სიღარიბე და სიღატაკე და მეორე მხარეს წარმოუდგენლი სიმდიდრე, გვემუქრება უთანასწორობა, უსამართლობა,

ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ, რა არის მათი ვალდებულება და როგორ უნდა შეასრულოს მან ეს. ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც ვერ მიმხვდარა საკუთრარი თანამდებობის არსს, ჩვენ ისე დავიმახსოვრეთ საკუთარი თავის „დაბუსტვით“… ჩვენ გვაქვს განათლების და კულტურის სამინისტრო, რომელმაც განათლების კერა – წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გააუქმა, სადაც ყველა ასაკის თუ აზროვნების ადამიანს შეეძლო მისვლა. შექმნეს სრულიად კონიუნქტურას დაქვემდებარეუბული ორგანიზაცია, რომელსაც დაახლოებით 50 მწერალი უცხადებს უკვე ბოიკოტს. რანაირად შეიძლება იმოქმედოს სალიტერატურო ორგანიზაციამ,  რომელსაც ამდენი მწერალი უცხადებს ბოიკოტს?

ჩვენ კულისებიდან გვიდგენს ადამიანი საჭიროებებს, დღის წესრიგს… ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ასეთი რეჟიმი შეიძლება იყოს წარმატებული. უნდა მივაწვდინოთ ხმა ყველამ, რომ საქმე გვაქვს სრულ კატასტროფასთან.

ვისაც კი აქვს შანსი, ყველა გარბის ქვეყნიდან, რადგან პერსპექტივის ნატამალი არ არის ამ ქვეყანაში.

რაც შეხება გახარიას. ერთმა მწერალმა თქვა, რომ მსოფლიო ომი ორიათასჯერ, რომ დაწყებულიყო ხელახლა, მაინც დამარცხდებოდა ჰიტლერი. ასეთია ჟანრის კანონი. ჟანრის კანონი გვეუბნება ახლა, რომ გახარია არათუ გადადგება, არამედ გადადგება.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/384380105535725/

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი