ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსი სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა

7 ივლისი, 2019 • 834
პატრიოტთა ალიანსი სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა

პატრიოთა ალიანსი 7 ივლისს, თბილისში, სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა.

“ქიშ, ქიშ წიწილებო” – ასე მიმართა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ ზოგიერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და მათ პროვოკატორები უწოდა.

მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან მოურავმა მიმართა და გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ ისაუბრა და მომხდარს “ქართული ოცნებისა”  და  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პროვოკაცია უწოდა  “ოცნება” უნდა გადადგეს” – თქვა მან.

„გადადგეს „ქართული ოცნება“ გადადგეს“… – განაცხადა დავით თარხან მოურავმა. – „ყველაფერი, რაც მოხდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ და ბოკერიას დადგმული საქმე, პროვოკაცია სუფთა, რომელშიც მერე ჩაერთო სააკაშვილი“.

თარხან მოურავი შეეხეო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასაც – „რომ დარბიხარ და იძახი რუსეთი ოკუპანტია, – კი გავიგეთ. თურქეთი არაა ოკუპანტი – რატომ არ გაწერია?“. ამავე კონტექსტში დავით თარხან მოურავმა ახსენა დავით გარეჯიც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი