ახალი ამბები

საშობაო ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეუერთდებიან

7 იანვარი, 2015
საშობაო ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეუერთდებიან

ალილოს მონაწილეები  მსვლელობას აწყობენ ქუჩებში და ტკბილეულს და საჩუქრებს აგროვებენ.

 

წელს საშობაო ალილო თბილისში 14.00 საათზე ვარდების მოედანზე დაიწყება. მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს. ალილოს მონაწილეები ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში მივლენ.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საშობაო ალილოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დეპუტატები შეუერთდებიან.

 

შსს -ს ცნობით, 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:

ვარდების მოედანი – დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

 

7 იანვარს ქრისტიანების ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი