ახალი ამბები

დაიწყო მსვლელობა პარლამენტიდან ივანიშვილის სახლამდე გახარიას გადადგომის მოთხოვნით

6 ივლისი, 2019 • 918
დაიწყო მსვლელობა პარლამენტიდან ივანიშვილის სახლამდე გახარიას გადადგომის მოთხოვნით

თბილისში 6 ივლისს, დემონსტრაციების მე-17 დღეს, საღამოს 20:00 საათისთვის, პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო. მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციათა სერიის (“სირცხვილია”) ორგანიზატორებმა დააანონსეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი