ახალი ამბები

U15 წყალბურთელების თვალზე ხელაფარებული პროტესტი რუსეთთან მოგების შემდეგ

6 ივლისი, 2019 •
U15 წყალბურთელების თვალზე ხელაფარებული პროტესტი რუსეთთან მოგების შემდეგ

წყალბურთში საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 13:9; გამარჯვების შემდეგ ნაკრების წევრებმა გადაიღეს ფოტო, რომელზეც თვალებზე ხელები აქვთ აფარებული. ფოტოს თავად ნაკრების წევრები აზიარებენ ფეისბუკზე.

ეს ჟესტი გამოხატავს სოლიდარობას 20-21 ივნისის დემონსტრაციის დარბევისას დაშავებული ადამიანების მიმართ. იმ დღეს თვალი ორმა ადამიანმა დაკარგა და რამდენიმეს დაუზიანდა.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულებმა ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი