ახალი ამბები

ახალციხე-ნინონწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა მიმდინარეობს

6 იანვარი, 2015 •
ახალციხე-ნინონწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა მიმდინარეობს

 ადგილზე იმყოფებიან  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამცხე- ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ხდება თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების ეტაპობრივი გამოყვანა.

 

 მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გასულ ღამეს გახდა. შესაბამისმა სამსახურებმა გზაში ჩარჩენილი 200 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის- მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. ხოლო მათ, ვისი გამოყვანაც ჯერ ვერ მოხერხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკვები გაუგზავნა. 

 

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.

დიდთოვლობა ნინოწმინდაში, ფოტო: nor.ge
დიდთოვლობა ნინოწმინდაში, ფოტო: nor.ge

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი