ახალი ამბები

„წარმატებული ემიგრანტი 2019“- მინისტრმა სპეციალური ჯილდო ნიკა ჩხეიძეს გადასცა

5 ივლისი, 2019 • 1423
„წარმატებული ემიგრანტი 2019“- მინისტრმა სპეციალური ჯილდო ნიკა ჩხეიძეს გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პროექტ „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის გალა დაჯილდოებას დაესწრო და სპეციალური ჯილდო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასოციაცია „თვისტომის“ თავმჯდომარეს,  ნიკოლოზ ჩხეიძეს გადასცა. 

ამ ინფორმაციას და ფოტოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტ „წარმატებული ემიგრანტი 2019“-ის  გალა დაჯილდოება რუსთაველის თეატრში „დიასპორის სახლის“  ორგანიზებით გაიმართა.

ნიკა [ნიკოლოზ] ჩხეიძე, რომელსაც მინისტრმა სპეციალური ჯილდო გადასცა, 2016 წელს აცხადებდა, რომ ირაკლი შიხიაშვილთან ერთად საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალი გახსნა, რომელშიც ემიგრანტები ჩაერთვებოდნენ.

“ ყველა ქართველი, რომელიც ნიუ-იორკის არეალში ცხოვრობს, აქტიურად ჩაებმება ორგანიზაციის საქმიანობაში, ხალხს მისდის ბევრი დამახინჯებული ინფორმაცია, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებამდე მივიდეს ყველა ის ამბავი, რაც აქ ხდება, ამის შემდეგ ქართული სათვისტომოს წევრები თვითონ გააკეთებენ დასკვნას, რა დაიჯერონ და რა არა“,-განაცხადა „კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა ჩხეიძემ 2016 წელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი