ახალი ამბები

მლეთაში და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა

6 იანვარი, 2015 •
მლეთაში და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა

ამ ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

მლეთაში თოვლის საფარი 1.7 მეტრია.  ვითარების ადგილზე შესასწავლად, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის  მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაემგზავრა.

დიდთოვლობააა გუდაურშიც სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია.

 

სამინისტროს ცნობით, ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე   ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეცაა დაწესებული. მოძრაობა აკრძალულია  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

სამინისტრი აცხადებს, რომ ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე  ნინოწმინდის მუნიცილაპიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი სიტუაციის მოსანახულებლად გაემგზავრნენ, სადაც დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გახდა.  

 

გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად შესაბამისის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისას და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.

თოვლი გუდაურში, 6 იანვარი 2015, საქართველო. ფოტო: ია დადუნაშვილი
თოვლი გუდაურში, 6 იანვარი 2015, საქართველო. ფოტო: ია დადუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი