შესაძლოა საქართველოში ფორსაჟის 9-ის ეპიზოდი გადაიღონ.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფილმის გადამღებ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.
IMDB-ის ინფორმაციით, ფილმის მე-9 სეზონი 2020 წელს უნდა გამოვიდეს. ვებ-პორტალის ცნობითვე, ფილმში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ვინ დიზელი; მიშელ როდრიგესი; ჯონ სენა; ლუდაკრისი და სხვები მიიღებენ, რეჟისორი კი ჯასტინ ლინი.
ფორსაჟი ტრილერია, რომელშიც საავტომობილო რბოლები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ინფორმაცია ამ საკითხზე თავდაპირველად BPN-მა გაავრცელა.