ახალი ამბები

მთავრობას მაღალი გამავლობის 135 ჯიპის ყიდვა უნდა, ოღონდ, არა შავი ფერის

5 ივლისი, 2019 • 1929
მთავრობას მაღალი გამავლობის 135 ჯიპის ყიდვა უნდა, ოღონდ, არა შავი ფერის

კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, რომელიც 3 ივლისს გამოცხადდა, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს მაღალი გამავლობის 135 ჯიპი შეიძინოს. თუმცა მიმწოდებელისთვის, სხვა პირობებთან ერთად, აუცილებელია, რომ ჯიპები იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

ინიციატივა, რომ სახელისუფლო დაწესებულბებმა შავი ჯიპები აღარ გამოიყენონ ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.

გარდა ამისა, შესყიდვის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

ამასთან, ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

რაც შეეხება თანხას, შესყიდვის სავარაუდო თანხა 9 045 000 ლარს შეადგენს, მოწოდების ვადა კი – 120 დღეს.

განახლება: კონსოლიდირებული ტენდერი არ ნიშნავს, რომ შეძენილ მომსახურებას ან ნივთს აუცილებლად რომელიმე სამინისტრო ან მინისტრი გამოიყენებს. კონსოლიდირებული ტენდერის დროს მომსახურებას ქვეყანა ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებისთვის შეიძენს.

ამავე თემაზე

პრემიერმა შავი ჯიპების წინააღმდეგ განცხადება ორი წლის განმავლობაში მეორედ გააკეთა

მასალების გადაბეჭდვის წესი