ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებმა აფხაზურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ

5 ივლისი, 2019 • 1299
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებმა აფხაზურ ენაში გამოცდა უნდა ჩააბარონ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებულმა კანდიდატებმა აფხაზური ენის სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ.

ადგილობრივი კანონმდებლობით, პრეზიდენტობა შეუძლია ეროვნებით აფხაზ, 35 წელს მიღწეულ პირს, რომელიც სრულყოფილად ფლობს აფხაზურ ენას.

გამოცდა აფხაზურ ენაში კანდიდატებმა დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორებთან უნდა ჩააბარონ.

რაც შეეხება გამოცდას, ოფიციალური ცნობით, კანდიდატმა წაკითხული ტექსტის შინაარსი უნდა მოყვეს, თავისუფალი თემა დაწეროს და გასაუბრების ეტაპი გაიაროს.

2004 წელს აფხაზური ენის გამოცდა ვერ ჩააბარა ალექსანდრ ანქვაბმა.

დე ფაქტო აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 25 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი