ახალი ამბები

“არა დაუნდობლობას” – თამარ ჭოხონელიძე აქცია-კონცერტზე

4 ივლისი, 2019 • 4285
“არა დაუნდობლობას” – თამარ ჭოხონელიძე აქცია-კონცერტზე

“მოტივაცია ძალიან იოლად გასაგებია: აქ ძალიან ბევრი ადამიანი დგას იმისთვის, რომ უტიფარი ოკუპანტის შემოსვლა გააპროტესტოს. 20% წაგართვა და კიდევ მოდის და მოდის, მაგრამ ის, რაც ჩაიდინეს 20-ში ეს იყო ყოვლად სამარცხვინო. მე პირველივე დღეს ვიყავი აქ და გავაპროტესტე, დღესაც აქ ვარ და ვამბობ არა ოკუპაციას”, – ეს განცხადება მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ გააკეთა ნეტგაზეთთან საუბარში.

ჭოხონელიძე მონაწილეობს აქცია-კონცერტში, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ იმართება.

“ვამბობ კიდევ მეორეს: არა დაუნდობლობას ერთმანეთის მიმართ, რომელიც გამოვლინდა ამ 14 დღის განმავლობაში”, – აცხადებს ჭოხონელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი