ახალი ამბები

“საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

4 ივლისი, 2019 • 1992
“საბას“ მონაწილეთა სია ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის “საბა” 2019 წლის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია.

8 ნომინაციის ფინალისტებს ჟიური შემოდგომაზე გამოავლენს. დანარჩენ 2 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

კონკურსში ნეტგაზეთის/ბათუმელების მიერ გამოცემული, სულხან სალაძის წიგნიც მონაწილეობს “უცნობი ძველი აჭარა”. ნახეთ სრული სია:


ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და პოეტმა, რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს.  2018 წელს „საბა“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა.

წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ჩატარდება. გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად 6 000ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

დაჯილდოების ცერემონიის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი