ახალი ამბები

მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს

3 ივლისი, 2019 • 1865
მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. პროკურატურის წარმომადგენლები მის სახლში დღეს იმყოფებოდნენ. მელიამ ფაქტი “სასაცილოდ” შეაფასა.

2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ნიკა მელიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არ გაუუქმა მელიას ის შეზღუდვები, რაც საქალაქო სასამართლომ დაუწესა, მაგალითად, საჯარო განცხადების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; მოწმეებთან კომუნიკაცია;

მეტიც, სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, ამ სანქციებს კიდევ ერთი დაემატა — დეპუტატს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ დამატებითი მონიტორინგისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი