ახალი ამბები

რას ფიქრობენ კიევში მაღალჩინოსნებზე საქართველოდან [Video]

30 დეკემბერი, 2014 •
რას ფიქრობენ კიევში მაღალჩინოსნებზე საქართველოდან [Video]

“ჩვენ ვხედავდით მათი წარმატებული რეფორმების შედეგებს, მათ მუშაობას. თუ შენს ქვეყანაში არ მოიძებნებიან ადამიანები, ვინც შეიძლება ეს სამუშაო შეასრულოს, სხვა მხრიდან უნდა მოიზიდო. მთავარი ხომ შედეგია. ვიცი, რომ მშვენიერი ქალი საქართველოდან [არ მახსოვს მისი სახელი] წესრიგს დაამყარებს მილიციაში, მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი კი, – ჯანდაცვის სისტემაში. ასევე, ვისურვებდი, რომ საქართველოდან კიდევ ვინმე ჩამოვიდეს და წესრიგი დაამყაროს “გაი”-ში, გენერალურ პროკურატურაში და სასამართლოებში, თუ ეს შესაძლებელია”. 


“მინდა, რომ ქვეყანაში უკვე საბოლოოდ მოვიდნენ ის მინისტრები, რომლებიც ეკონომიკურ მდგომარეობს გამოასწორებენ. თუკი საქართველომ მიაღწია ამ მხრივ სიტუაციის სტაბილიზაციას და ეკონომიკის ისეთ დონეზე გაყვანას, რომელიც მისაღები იყო მათთვის, ვიმედოვნებ, რომ უკრაინაშიც იგივე მოხდება ახალი მინისტრების მუშაობის წყალობით. პრეზიდენტმა ასე უბრალოდ არ დანიშნა ეს ადამიანები, ალბათ, მისთვის ცნობილი იყო მათ შესახებ მეტი ინფორმაცია. გინდ საქართველოდან იყვნენ, გინდ აშშ-დან, ოღონდ საქმე გაკეთდეს.”


“რაც მეტი იქნება საქართველოდან, მით უკეთესი”.


“რაც მეტი კვალიფიციური ადამიანები იქნებიან ჩვენს ხელისუფლებაში, მით უკეთესი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნების პირველი პირები სხვა ქვეყნებიდან ადამიანების მოწვევის დროს ხელმძღვანელობენ გარკვეული რეიტინგებით. თუ ეს რეიტინგები მაღალია, მეც მომხრე ვარ მათი დანიშნვის.”


“მთავარია, პროფესიონალები იყვნენ. ტენდერები მან [კვიტაშვილმა] უკვე გააუქმა. ახლა სამედიცინო დაზღვევის დროა. ასევე უნდა გაათავისუფლონ იანუკოვიჩის დროს დანიშნული კადრები.”


“რამდენადაც ვიცი, მაღალჩინოსნები საქართველოდან საქართველოში წინა ხელისუფლების დროს წარმატებულად მუშაობდნენ და დიდი გამოცდილება აქვთ. ძალიან მომწონს ეკა ზღულაძე და დარწმუნებული ვარ, კარგად გაართმევს თავს. ძირითადი, რაზეც იმედებს ვამყარებთ, არის ის, რომ ქართველები თავისუფალი არიან ნათესაური კავშირებისგან, ნეპოტიზმისგან, და კორუფციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად იბრძოლებენ.” 


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და თსუ-ს რექტორი, მიმდინარე თვის დასაწყისში დაინიშნა. უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ კი,- საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, ეკა ზღულაძე. ორივე მათგანს უკრაინაში მაღალ პოსტებზე დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი